ჩემი სვეტიცხოველი

ის ბნელში მიაბიჯებდა და ჭაობში ეფლობოდა. ნაპირს ეძებდა და ნაპირი არ ჩანდა, გასასვლელს ეძებდა და კარი არ ჩანდა. ცხოვრება უდაბნოდ ექცა. სულში ტკივილმა იმატა. ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა. დღედაღამ, რაღაც გამოუცნობი ხმა ესმოდა.
-         რას შვრები ასე რამჩაგიკლა ნათელი, გზა მიეცი რომ ტაძარში შეგიყვანოს . . . ეძნელა მარტოსულს ტაძარში შესვლა . . .
და სწორედ ამ დროს შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. მან განათებული თვალებით შეხედა და ჰკითხა, რომელი გზით მიდიოდა . . .  კაცი დაიბნა, ვერაფერი უპასუხა, სახეზე ღიმილი გაეყინა, გრძნობა, აზრი გაუქრა, ხელები აუკანკალდა . . . ნუ გეშინია - უთხრა და ფრთხილად მოკიდა ხელი . . .
კაცი კაცს შეხვდა . . . ადამიანი ადამიანს . . . ხელი გაუწოდა.
აბნელებულ სულში ნათლის სვეტი გამოჩნდა. ისინი ორნი იყვნენ, სრულიად განსხვავებული ადამიანები. ერთის ცხოვრება გაუვალი უდაბნო იყო, მეორესი კი - ნათელი გზით მოფენილი. მის სულში სვეტიცხოველი იყო ტაზრად ნაგები. ვერ აიტანა მეგობრის უბედურება და ბნელი არარსებული ცხოვრებიდან ამოიყვანა.
ცხოვრება განათდა, კარი გაიღო, მშვენიერ სულში უკვდავებამ დაისადგურა. ახლოს ზარების რეკა გაისმა. ცა გაიხსნა . . . ის კი მშვიდად მიუყვებოდა ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს.

ქეთი გრიგალაშვილი  -  9ა კლასი

No comments:

Post a Comment