ჩემი სვეტიცხოველი



ჩემთვის უცხოა
ჩემთვის სხვაა..
ის სხვისია. იმ მოხუცისაა, მთელი ცხოვრება მასზე ზრუნვას რომ შეალია და სიცოცხლის უკანასკნელ წამებში ტაძარში მგალობლებს უსმენს, ტკბება ჰარმონიით, სიმშვიდით....
არ უნდა მიატოვოს, მაგრამ იცის, რომ ღმერთთან მივა... იცის, რომ მისია სვეტიცხოველი და არ ეშინია აქედან წასვლის....
”ჩემი სვეტიცხოველი, ჩემი სიმშვიდე..”- ჩაილაპარაკა თავისთვის მოხუცმა...
უნდა უთხრას, რაოდენ დიდი გრძნობა ამოძრავებს მის მიმართ, მაგრამ სიტვებს ვერ არჩევს. ურჩევნია მგალობლებს უსმინოს და ისიამოვნოს ბოლო წუთებით... ”უფალო, შეგვიწყალენ”.
   სულ პატარა იყო, თეთრ პერანგში, ფეხშიშველმა რომ შემოაბიჯა ეზოში პირველად..თეთრწვერა მოხუცს ეძებდა  ,ღმერთი რომ ერქვა იმას. დარჩა, გაიზარდა და იპოვა თავისი ღმერთი..იპოვა ის, რისთვისაც უნდა ეცხოვრა..
 ყოველ დილით ის პირველი ანთებდა სანთლებს და ლოცულობდა დაჩოქილი. პირჯვარს იწერდა და ჩურჩულებდა: ”ჩემი სვეტიცხოველი”......თავის აზრებს უზიარებდა, მეგობარი იყო მისთვის ტაძარი, რომელმაც გაზარდა, ადამიანად აქცია.
ახლა ძლივსღა დგას ფეხზე..კედელს მიეყრდნო, ყური მიადო და უსმენს.. უმენს თავის ღმერთს, თავის სვეტიცხოველს... უმენს, როგორ ეჩურჩულება მეგობარი, უსმენს ღმერთის ლოცვას..
უხარია, უხარია, რომ ბედნერი კვდება.. ”ჩემი სვეტიცხოველი” .. კიდევ ერთხელ ჩაიჩურჩულა თავისთვის,  ხატს ეამბორა და სული დალია.

                                                                                                            თეკო აბაშიძე

No comments:

Post a Comment