ჩემი სვეტიცხოველი


  ჩუმად უყურებს ჯიბის საათს მახუცი მწყემსი. რამდენიმე წრეღა აშორებს ობმოდებული ჭიანჭველების მორიგ თავდასხმას. მოფუთფუთე მლოცველები ვალს მოიხდიან სამი სანთლის და მოწყალების გაღების სახით. კართან მდგომთათვის მაინც იყოს ეს დღე ნათელი-იქნებ გადარჩნენ ორი მშიერი თვალის დანახვას. გაუყვებიან ჩუმი ფუთფუთით ფართო შოსეებს... გზის ბოლოს მათი ზეიმიც განიცდის მეტამორფოზას-დიდი რწმენით შესმულ ყანწებსაც ხომ აქვთ ღვთიური ძალა. ის კი იქნება ისეთივე მშვიდი და უტყვი, როგორც ბავშვობის შორეულ დროს-როცა საათის წითელ ციფერბლატზე უფრო ნელი წრეები იხაზებოდა...
  ის კი მოხუცი თვალებით და ბავშვური მოწიწებით გასცქერის იმ თეთრ, ბავშვობის აუსრულებელ ოცნებას, რომელიც პირქუშად მტკვრის და არაგვის შესართავს. ისინი კი პატარა, შავი ხელებით ეხებიან მის სიმშვიდეს,მაგრამ მაინც ვერაფერს აკლებენ.
   პატარა ბავშვის ნაფეხურები ითვლიან წრეებს მარჯვნიდან მარცხნის და ის უყურებს თეთრ სინამდვილეს სხვადასხვა კუთხით და ეშინია, რომ შეეხოს, რადგან თვითონაც არ იქცეს შავ ჭიანჭველად.
    და ტრიალებენ წრეები დაუსრულებლად
    წრიალებენ თეთრი მწყემსები
   ის კი დგას ჯოხზე დაყრდნობილი, დაკოჯრილი ხელებით. გასცქერის შორეულს, როგორც ბავშვობაში და წლებმა მაინც ვერ შეცვალეს მანძილი მათ შორის. საკუთარი ნაბიჯების ზომით შორდება თეთრი სიწმინდე... უკანასკნელ წრეს ითვლის ჯიბის საათი. მოხური მწყემსი ნაბიჯს დგამს ბოლოს ჰორიზონტისკენ-სვეტიცხოვლისკენ მიმავალს..
                                                             
                                                                                                        სოფო გვასალია 12გ

No comments:

Post a Comment